სიახლენი
   
    ფირნიშები
    ფირნიშები

GLC ლოტო ბილეთები

სიახლენი

დღეს, საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში რიგით მე-17 ჯეკპოტის გამარჯვებული გამოცხადდა. ეს იღბლიანი ადამიანი გახლავთ თინათინ გიორგობიანი, თბილისიდან. მან „ლოტო 6/36"-ის 735-ე გათამაშების ჯეკპოტის მომგებიანი ბილეთი წარმოადგინა, რომელმაც წარმატებით გაიარა ვალიდაციის პროცედურა. მოგებამ ბილეთზე შეადგინა - 1,380,345 ლარი.

 

აღნიშნულ გათამაშებაში პირველი საპრიზო თანხის მომგებიანი რიცხვების კომბინაცია შემდეგნაირად გადანაწილდა: 1,3,9,10,35,36

 

კომპანია გამარჯვებულს ჯეკპოტის თანხას ორ კვირაში დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე გადასცემს.

 

საქართველოს ლატარიის კომპანია კიდევ ერთხელ ულოცავს ქ-ნ თინათინს მოგებას და ყველას წარმატებებს უსურვებს!

 

 

   

31 იანვარს,  „ლოტო 6/36“- ის 735- გათამაშებაზე მორიგი ჯეკპოტი 1,380,345 ლარი გათამაშდა.

 

რიგით მე-17 ჯეკპოტის მომგებიანი რიცხვების კომბინაცია შემდეგნაირად გადანაწილდა: 1,3,9,10,35,36 იღბლიანი ბილეთის მფლობელი მოგების გასანაღდებლად უნდა ეწვიოს თბილისში, მელიქიშვილის N16 მდებარე ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრს.

 

გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს ლოტოს მომგებიანი ბილეთი, რომელიც გაივლის ვალიდაციის პროცედურას. მოგების დადასტურების შემდეგ კი პირველი საპრიზო კატეგორიის თანხა ანუ ჯეკპოტი ორ კვირაში ჩაერიცხება პირად ანგარიშზე.

 

საქართველოს ლატარიის კომპანია მოუთმენლად ელის გამარჯვებულის გამოჩენას.

 

შეგახსენებთ, რომლოტო 6/36“-ის გათამაშება ყოველ სამშაბათს და პარასკევს ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში 20:45-დან 21:00-მდე დროის ინტერვალში იმართება. აღნიშნული გათამაშება ეროვნული ლატარიის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მაღალი საპრიზო ფონდით გამოირჩევა.

   
   
   
   
   
   
   
   
   

გვერდი 1 (29-დან)

<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>
BOTTOM ILLUSTRATION