წესები

წესები

 

იხილეთ წესები სრულად

 

ლატარიის კომპანიის თამაში - ლოტო 6/36 არის მარტივი, სახალისო თამაში. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეარჩიოთ 6 რიცხვი 36-დან და დაელოდოთ გათამაშებას. გათამაშება შედგება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს საღამოს 20:45 საათზე რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში. ბილეთების გაყიდვა წყდება 20:30 საათზე. ლოტოტრონის მეშვეობით ვლინდება 6 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი. ბონუს რიცხვი არის დამატებით გათამაშებული რიცხვი, რომელიც გაძლევთ მოგების დამატებით შანსს. იმ შემთხვევაში თუ გამოვლენილი 6 ძირითადი რიცხვი დაემთხვევა თქვენს მიერ მონიშნულ რიცხვებს, თქვენმა ბილეთმა მოიგო უმაღლესი, პირველი საპრიზო კატეგორია - ჯეკპოტი!

 

I    საპრიზო კატეგორია - 6 ძირითადი რიცხვის დამთხვევა

II   საპრიზო კატეგორია - 5 ძირითადი + 1 ბონუს რიცხვის დამთხვევა
III  საპრიზო კატეგორია - 5 ძირითადი რიცხვის დამთხვევა
IV საპრიზო კატეგორია - 4 ძირითადი + 1 ბონუს რიცხვის დამთხვევა
V  საპრიზო კატეგორია - 4 ძირითადი რიცხვის დამთხვევა
VI საპრიზო კატეგორია - 3 ძირითადი + 1 ბონუს რიცხვის დამთხვევა

 

 

ლოტოს გათამაშების შედეგები შეგიძლიათ შეიტყოთ/იხილოთ: 

  •        * ლოტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.lotto.com.ge;
  •        * ჩვენს Facebook გვერდზე და Twitter-ზე;
  •        * საქართველოს ლატარიის კომპანიის ცენტრალურ სერვის ცენტრში (მელიქიშვილის ქ. 16).
  •     

 

BOTTOM ILLUSTRATION